რიუნოსკე აკუტაგავა იაპონელი მწერლებიდან ის პირველთაგანია, ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ. თავისი შემოქმედებით ლიტერატურა მან გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას. ნაწარმოებთა ისტორიული ხასიათი, პირობითობა, ფანტასტიკურობამდე მისული, ლამის გაზღაპრებული სიუჟეტი, რომელშიც უთუოდ დევს ფსიქოლოგიური კონფლიქტი, საოცარ რეალურობას ანიჭებს მონათხრობს.

