შპიტელერის რომანს ,,იმაგო", რომელმაც 1906 წელს იხილა დღის სინათლე, მის შემოქმედებაში უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია. მწერალმა მასში დიდი ხნის შემდეგ საკუთარი ახალგაზრდობა, შემოქმედებითი ძიებები და ბიძაშვილ ელენ ვეტერბროდბეკისადმი სიყვარულის მტკივნეული განცდა აღწერა. რომანის მკვეთრად ავტობიოგრაფიულ ხასიათს თვითონაც უსვამდა ხაზს.

