რიუნოსკე აკუტაგავა, გენიალური იაპონელი მწერალია, მის ღრმად ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ პროზას მრავალი თაყვანისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. დრამატული და რთული ბიოგრაფიის მქონე ავტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი დაწერა გენიალური ნაწარმოები "ცხოვრება იდიოტისა", რომლის წაკითხვაც,მის სხვა მოთხრობებთან ერთად ამ კრებულში შეგიძლიათ.

